ჩვენ შესახებ

რადიო ,,მაესტრო“ ეთერში 2011 წლის 1 მაისს გავიდა სიხშირეზე FM 94, 7. ,,მაესტრო“ საინფორმაციო ფორმატის რადიოა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მაუწყებლობს.

რადიოეთერის უდიდესი ნაწილი  ახალ ამბებს ეთმობა. ყოველ ნახევარ საათში მსმენელს შესაძლებლობა აქვს შეიტყოს, რა ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ოპერატიულობა, ობიექტურობა , სანდოობა -ეს რადიო ,,მაესტროს” მუშაობის მთავარი პრინციპია. ფაქტების სწრაფად და ლაკონურად მიწოდების პარალელურად, რადიო მსმენელს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზს, ოპერატიულ კომენტარებს, პირდაპირ  ჩართვებს სთავაზობს.

რადიო ,,მაესტროს“  ბადე დატვირთულია სხვადასხვა შემეცნებითი რუბრიკითაც.  ჩვენს ტალღაზე მოისმენთ  მრავალფეროვან ინფორმაციას მედიცინის, კულტურის, სპორტის, სამეცნიერო თუ სამომხმარებლო სფეროდან.

,,მაესტრო”ინტერაქტიული რადიოა. მსმენელს  ყოველდღე  ეძლევა  საშუალება  პირდაპირ ეთერში  სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საკუთარი აზრი გამოხატოს.

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს და აანალიზებს თოქ-შოუ ,,რადიოაქტიური  ზონა“, რომელსაც თამარ ღლონტი უძღვება.

რადიო ,,მაესტროს“ ეთერში ყოველ საღამოს გადის საქართველოში  ერთადერთი სატირულ-იუმორისტული  გადაცემა  ,,ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები“.

,,მაესტრო”  საინფორმაციო რადიოების რეიტინგში  პირველ პოზიციას იკავებს.

რადიო ,,მაესტრო” მაუწყებლობს შემდეგ ქალაქებსა და მათ მიმდებარე რეგიონებში:

თბილისი:    FM-94,7

ოზურგეთი:  FM-105,2

ახალციხე:    FM-101,9

ბორჯომი:    FM-102,8

ტყიბული:    FM-103,0

ოზურგეთი:  FM-105,2

ქუთაისი:      FM-99,9

თელავი:       FM-102,3

ფოთი :         FM-102,1

გორი:            FM-106,0

ბათუმი:        FM-90,9

დმანისი:       FM-103,8

ხაშური:        FM- 102,3