2018 წელს კომერციული ბანკების დასაკუთრებული ქონება 59,6 მილიონი ლარით შემცირდა

400

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს კომერციულმა ბანკებმა ჯამში 149 586 191 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. 2017 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 59,6 მილიონი ლარითაა შემცირებული. 2017 წელს ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 209 192 767 ლარს შეადგენდა.

2018 წელსაც წინა წლის მსგავსად ყველაზე მეტი, კერძოდ 56 934 467 ლარის ღირებულების ქონება „საქართველოს ბანკმა“ დაისაკუთრა, შემდეგია “თიბისი ბანკი” 46 754 801 ლარის ღირებულების ქონებით,  რომელსაც „ქართუ ბანკი“, “ვითიბი ბანკი”და ბაზისბანკი მოჰყვებიან.

აღსანიშნავია, რომ „იშ ბანკი საქართველოს“,  „პაშა ბანკ საქართველოს“ ,  „პროკრედიტ ბანკს“ 2018 წელს დასაკუთრებული ქონება არ უფიქსირდებათ.

ბანკების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება ასე გამოიყურება:

„საქართველოს ბანკი“ – 56 934 467 ლარი

“თიბისი ბანკის” – 46 754 801

„ქართუ ბანკი“ – 25 396 007

“ვითიბი ბანკი” – 8 934 731

ბაზისბანკი – 8 909 285

„სილქროუდ ბანკი“ – 795 961

„ტერაბანკი“ – 760 654

„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 492 146

„კრედო ბანკი“ – 337 600

“ფინკა ბანკი”  – 160 055

“ლიბერთი ბანკი” – 63 136

„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 47 348

წყარო: commersant.ge