“ოპეკის შეთანხმება ნავთობის გაზზე გავლენას ვერ იქონიებს”_ Goldman Sachs

55

Goldman Sachs_ში მიაჩნიათ, რომ პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, ოპეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სხვა ქვეყნებიც ეთანხმებიან,  ნავთობის ფასზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, ნავთობის ფასზე გავლენას არ მოახდენს. საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის გაფორმბული შეთანხმება ნავთობის მოპოვების მოცულობის უცვლელობაზე “ნავთობის ბაზარზე მცირე გავლენას იქონიებს. ამავე დროს არსებობს ეჭვები, რომ შეთანხმება არ შესრულდება”_ ციტირებს Goldman Sachs_ის ანალიტიკოსის სიტყვებს Bloomberg. საინვესტიციო ბანკში თვლიან, რომ არასტაბილური ფასები იქამდე იქნება, სანამ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები წიაღისეული მოპოვების ზრდას არ შეაჩერებენ. ბანკის პროგნოზის მიხედვით, ნავთობის მარაგების ზრდის შეჩერება  შესაძლოა 2016 წლის მეორე ნახევარში მოხდეს. 16 იანვარს გამართული მოლაპარაკებებისას საუდის არაბეთი, ყატარი, ვენესუელა და რუსეთი შეთანხმდნენ აღარ გაზარდონ ნავთობის მოპოვების მოცულობა. “ ოთხი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის შედეგებით_ საუდის არაბეთი, ყატარი, ვენესუელა და რუსეთი მზად არიან ნავთობის მოპოვების მოცულობა 2016 წლის იანვრის მონაცემებზე შეაჩერონ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამ შეთანხმებას სხა მწარმოებელი ქვეყნებიც შეუერთდებიან”_ განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდ ნოვაკმა.