„საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთიანი ანტიტერორისტული კოალიცია უნდა შექმნან“ – ზაალ კასრელიშვილი

217

„ვრცელდება ვიდეოები, ხალიფატში გარკვეული იერარქიაა, ახალგაზრდები ვიდეოს თვითნებურად ვერ გაავრცელებდნენ, რაც შეეხება ბორჩაშვილის საქმეს, იმედია სპეცსამსახურები ინფორმაციას სრულად და დროულად მოიპოვებენ“ – აცხადებს რადიო „მაესტროს“  გადაცემაში „რადიოაქტიური ზონა“ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი, მისი თქმით საფრთხე რეალურია.  „თურქეთში არეულობაა და ტერორისტებს ჩვენთვის არ სცალიათ, ის რაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ხდება შესაძლოა აქაც მომხდარიყო, ვფიქრობ საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთიანი ანტიტერორისტული კოალიცია უნდა შექმნან“ – აცხადებს კასრელიშვილი და განმარტავს, რომ საქართველომ საფრთხეებს ერთიანობა უნდა დაუპირისპიროს, უნდა შემუშავდეს ერთიანი მექანიზმი და აუცილებელია შეიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი. „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ კრიზისების მართვის ცენტრი ნდობას არ იწვევს „სპეცსამსახურების მუშაობა დახურულია და ძნელია გაარკვიო რას აკეთებენ ისინი. ჩვენ ამ დღეებში გვექნება ინტერნეტ კონფერენცია კავკასიური დიასპორების წარმომადგენლებთან, აუცილებლად შემტევ პოზიციას დავიკავებთ, დღეს საქართველოზე ხელის აღმართვა ნიშნავს იმას, რომ დიდ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციები განახორციელონ რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას. ეთნიკური კავკასიელების მიმართ რომლებიც ხალიფატში საველე მეთაურები არიან და პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ სერიოზული პრეტენზიები გვექნება“ – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი, მან რადიო „მაესტროს“ ეთერში სირიელი დევნილების საქართველოში შეფარების საკითხზეც ისაუბრა „საქართველოში არიან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები, ქვეყანა ღარიბია,  სოციალური მდგომარეობა მძიმეა, დევნილების მიღების საშუალება ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუ ვინმე ამ საკითხს განიხილავს, პასუხისმგებლობა იმაზე რაც დევნილთა მიღებას შესაძლოა მოჰყვეს საკუთარ თავზე უნდა აიღოს“ – აღნიშნავს კასრელიშვილი, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე აქვე აცხადებს, რომ სანქციების გახანგრძლივება რუსეთს ტაქტიკას ვერ შაცვლევინებს „სირიაში საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივმა ოპერაციებმა შედეგი გამოიღო, ამასთან ისლამური სახელმწიფო ტრანსფორმაციას განიცდის და უფრო სახიფათო ხდება, ის რაც ახლა კავკასიაში ხდება რუსეთს ხელს აძლევს, საკმარისია საქართველოში ტერორიტული აქტი მოხდეს რუსეთი სამხედრო დოქტრინით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს“ – აცხადებს კასრელიშვილი და განმარტავს, რომ საფრთხე მხოლოდ ერთიანობით დაიძლევა.