თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელები პროკურორობის კანდიდატისგან დაინტერესდნენ – აქვს თუ არა მას ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და განუხილია თუ არა ე.წ-ლი კაბელების საქმე მასთან საუბარში

133

„კითხვები რომელიც დღეს პროკურორობის კანდიდატს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დავუსვით პასუხი ვერ გაეცა“-ამის შესახებ  რადიო „მაესტროს“ ეთერში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  ზურაბ  აბაშიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ,რომ  დღეს პარლამენტში   დეპუტატებმა მთავარი პროკურორობის კანდიდატირაკლი შოთაძეს მოუსმინეს.

აბაშიძის განცხადებით „თავისუფალ დემოკრატებს“ პროკურორობის კანდიდატთან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ ,რომელზეც პასუხცი შოთაძისგან ვერ მიიღეს:

 

„მთავარი საკითხებად  რჩება სამართლიანობის აღდგენა, რომელზეც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია,თუმცა საზოგადოების მოლოდინის საპირისპირო ქმედება დავინახეთ. დღეს რეალურად ვხედავთ გამოუძიებელ საქმეებს,ასევე ეჭვები საზოგადოებაში  ,რომ დღესაც არსებობენ სისტემაში ის პროკურორები ,რომლებიც წარსულში იღებდნენ უამრავ უკანონო გადაწყვეტილებას,ეს ადამიანები რჩებიან ამ სისტემაში.“-განაცხადა აბაშიძემ.

მისივე  განმარტებით პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა თუ რატომ  შეიქმნა ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მაშინ როცა პროკურატურა თვითონ უნდა ყოფილიყო სამართლიანობის აღმდგენი და ეს საქმეები გამოეძიებინა:

“ეს იყო მთლიანად ილუზია და პიარი რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ,თუმცა ამ მიმართულებითაც პროკურატურამ ვერ შეძლო „-განაცხადა აბაშიძემ

აბაშიძემ   ე.წ-ლ კაბელების   საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა,რომ  აღნიშნულმა საქმემ გამოიწვია  პოლიტიკური ვითარების ცვლა, რასაც მოყვა  „თავისუფალი დემოკრატების მხრიდან უმრავლესობის  დატოვება და ოპოზიციაში გადასვლა.

„მე ეჭვი მეპარება რომ ე.წ-ლი  კაბელების საქმეზე დადგეს განაჩენი , ეს ადამიანები არიან უდანაშაულონი ,ეს საქმე თავიდან ბოლომდე იყო ფარსი „-განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძემ განაცხადა , რომ ის პროკურორობის კანდიდატისგან ასევე  დაინტერესდა  აქვს თუ არა მას ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, განუხილია თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე ,თუმცა მის ამ შეკითხვებს აბაშიძის განცხადებით პასუხი არ გაეცა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში გრძელდება.