„პარტიზანი მებაღეების“ ცნობით პანორამა თბილისის მისასვლელი გზისთვის 600 საღი ხის მოჭრა მიმდინარეობს. ამის შესახებ„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ რადიო „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით ხეების ჭრა ნებართვის საფუძველზე 20 ნოემბერს დაიწყო:
„ ამ წუთებშიც ადგილზე ვარ, აქ არის უამრავი მოჭრილი ხე და კიდევ უფრო მეტი წითლად მონიშნული. ვნახეთ ტენდერების გვერდი სადაც ნებართვა გაცემულია 600 საღი ხის მოჭრაზე. ჯერ 600-ივე ხე არ არის მოჭრილი. ამ წუთებში ვცდილობთ დავთვალოთ რამდენი ხე არის მოჭრილი,თუმცა ძალიან დიდი მასივია და დათვლას დიდი დრო დაჭირდება. ჩვენ ვრჩებით სადარაჯოზე რომ ხის ჭრა შეჩერდეს“-განაცხადა ნატა ფერაძემ.
ფერაძე ამბობს, რომ მათი მოძრაობა იწყებს სამართლებრივ ბრძოლას „საკმაოდ ბევრი ხარვეზი იკვეთება“-განაცხადა ფერაძემ . „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელის განმარტებით თბილისის მერიასთან ხვალ 13 საათზე ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნით აქციაც იგეგმება:
„პარალელურად გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია და საია -სთან ერთად ვაპირებთ რომ ერთად ვიბრძოლოთ, ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას, იკვეთება ძალიან ბევრი დარღვევა,მოსახლეობის აღშფოთება არის უკვე ზღვარს გადასული,აუცილებლად აგორდება დიდი საპროტესტო ტალღა“-განაცხადა ფერაძემ