პრემიერის სამძიმარი თურქ ხალხს

90

გიორგი კვირიკაშვილმა ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარება გამოთქვა. პრემიერის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს. ” დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.  მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას. “_ აღნიშნულია წერილში