Facebook -მა ახალი სარეკლამო პროდუქტები წარადგინა

Facebook –მა  ახალი სარეკლამო პროდუქტები წარადგინა, რომელთა უმეტესობასატელევიზიო რეკლამის განმთავსებლების 1.5-მილიარდ მომხმარებლიან სოციალურქსელში ჩართვას ისახავს მიზნად.  სარეკლამო ოფციები, რომლებიც  Facebook-ისსაკუთრებაში არსებული Instagram-ისთვისაც ხემისაწვდომი იქნება, განკუთვნილია მობილურმოწყობილობებში სოციალური ქსელის სიძლიერის მისაღწევად. მას აქვს მსოფლიოშიყველაზე პოპულარული სმარტფონის აპლიკაცია და მოაქვს წლიური 10-მილიარდიანისატელეფონო სარეკლამო შემოსავლის სამი მეოთხედი.  Facebook- ცდილობს დაარწმუნოსრეკლამის განმთავსებლები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ვიდეოს იყენებს, რომ უმჯობესიაფული მობილურ პლატფორმებზე დახარჯონ, ვიდრე ტელევიზიაზე, რადგან მომხმარებლებიგაცილებით მეტ დროს ატარებენ მობილურებთან, ვიდრე ტელევიზორებთან. ახალიპროდუქტები  წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს უმსხვილესი რეკლამის დამკვეთებისა დაკომპანიების შეკრებაზე  ნიუ-იორკში. Facebook-მა ასევე განაცხადა, რომ მას ჰყავს 2.5 მილიონიაქტიური რეკლამის დამკვეთი.  მედია რეკლამის მკვლევარები აცხადებენ, რომ   ციფრულივიდეო სარეკლამო ხარჯები, რომელიც ბოლო დროს სწრაფად იზრდება, 2019 წლისთვისსავარაუდოდ 13 პროცენტით მოიმატებს და 15 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ როცაიმავე პერიოდში სატელევიზიო სარეკლამო ხარჯების მხოლოდ 2 პროცენტიანი ზრდაამოსალოდნელი.

 

მსგავსი სიახლეები

53,932 thoughts on “Facebook -მა ახალი სარეკლამო პროდუქტები წარადგინა