RWE _ს დირექტორთა საბჭო აქციონერებს 2015 წლის დივიდენდების საფასურის მიღებისაგან უარის თქმას ურჩევს

გერმანული ელექტროენერგიის კომპანია RWE _ს დირექტორთა საბჭო აქციონერებს ურჩევს, უარი თქვან 2015 წლის დივიდენდების საფასურის მიღებისაგან, რომელიც მათ აქციოების საფასურად ეკუთვნით. პრიივილეგირებულ აქციებზე დირექტორთა საბჭომ გასცა რეკომენდაცია ერთ ფასიან ქაღალდზე 0,13 ევრო გადაეხადათ. ერთი წლით ადრე, კომპანიამ დივიდენდების საფასური ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების საფასურად 1 ევრო გადაიხადა. “იმ ეკონომიკური პერსპექტივის ფონზე რაც  ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომელიც მარტივი არ იყო. ვიცით რომ ამან შესაძლოა გაანაწყენოს ჩვენი აქციონერები, თუმცა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კომპანია გაძლიერდეს”_ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა პიტერ ტერიუმ. “ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ, რომელიც ტრადიციული ენერგეტიკის სექტორში არსებობს:_ აღნიშნა მან. აქციონერთა შეკრება 2016 წლიის 20 აპრილს გაიმართება. RWE მოგების შემცირება 2015 წელს 1.1 მილიარდი ევრო იყო, ოპერაციული მოგების კლებამ 3,8 მილიარდი ევრო შეადგინა. მაჩვენებელი კომპანიის 2015 წლის მარტის პროგნოზებს დაემთხვა.

EBITDA _ს მაჩვენებელმა კი 7 მილიარდი ევრო შეადგინა.  რაც შეეხება 2016 წლის პროგნოზებს, გერმანული ენერგეტიკული კომპანია  RWE 2016 წელს სუფთა მოგების 0,5დან 0,7 მილიარდ დოლარამდე კორექტირებას ელოდება, რაც თავის მხრივ 36-54% ით დაბალი მაჩვენებლია 2015 წელთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები