ბაია გადაბაძე – “მოსამართლე ურთმელიძეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით”

“მაესტროს” დირექტორის ბაია გადაბაძის შეფასებით, დღეს საქალაქო სასამართლოში იყო ერთხმაში მომღერალი სამი სუბიექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძეების მხარე. აღნიშნული შეფასება ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოში კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ პროცესების შეფასებისას განაცხადა. როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება “მაესტროს” კრედიტორთა კრების გადადებას ვიდრე ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება არ მოხდება, სამარცხვინოა.
“მაესტროს” მოქმედი დირექტორის თქმით, ის დავის სამართლებრივად გაგრძელებას აპირებს.
“მე ვაპირებ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენას და დავის გაგრძელებას. მინდა იცოდეთ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს დღეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით”, – აღნიშნა გადაბაძემ.

მსგავსი სიახლეები