სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაადასტურეს. მათივე ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ უკვე დააკმაყოფილა სანდრო ბრეგაძის მოთხოვნა.
საკუთარ გადაწყვეტილებას სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება: “მე გადავდექი!!! უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!”, – წერს ბრეგაძე.

მსგავსი სიახლეები