დღეს ” მაესტროს” კრედიტორთა შეხვედრა უნდა გაიმართოს

189

დღეს მაესტროს კრედიტორთა შეხვედრა უნდა გაიმართოს. მას ის კრედიტორები დაესწრებიან, ვისი დავალიანებაც აქვს მაესტროს.

კრებას გია გაჩეჩილაძეც დაესწრება. მივა თუ არა შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძე, ეს ჯერ უცნობია. ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს მოქმედი დირექტორი, თუ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის მსგავსად, ძალაში დატოვებს კრების ოქმს, რომელზეც ბაია გადაბაძის ადგილზე ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა.

ასევე თუ სააპელაციოს შემდეგ, დაჩქარებული წესით, დღევანდელი კრების გამართვამდე მოესწრო ლევან გაჩეჩილაძის გენერალურ დირექტორად დარეგისრირერება სამეწარმეო რეესტრში.

მაკა ასათიანის ადვოკატს კი ეეჭვება, რომ დღესვე მოხერხდეს ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება. დღეს კრედიტორთა საბჭოზე, რომელიც 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მაესტროსმაუწყებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღონ.

შესაძლებელია დღესვე ცნობილი გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ბაია გადაბაძის სარჩელზე, რომელიც იმ კრების ოქმის გაუქმებას ითხოვს, რის მიხედვითაც ლევან გაჩეჩილაძე ახალ დირექტორად აირჩიეს. გადაბაძის მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა