თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისის დასაწყისისთვის აღდგება

144
SONY DSC

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისის დასაწყისისთვის აღდგება. დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ვიცე მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ხიმინჯების დადგმის სამუშაოები სრულდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავატომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითვალისწინებს.