აშშ საქართველოს 63 მლნ დოლარს გამოუყოფს

97

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს აშშ საქართველოსთვის 63 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. euronews.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა “საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას” დაეხმარება.
როგორც euronews.ge განმარტავს, მრავალმილიონიანი დახმარება მიმართული იქნება “ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისკენ რუსული გავლენისკენ მიდრეკილი მოსახლეობისთვის”.