გიორგი კვირიკაშვილი – “უკვე ვესაუბრე შს მინისტრს, რათა ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს “შემზარავ ფაქტს” უწოდებს.
“მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.  მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა. მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები