თვითმხილველის განცხადებით, მან დაინახა როგორ სცემდნენ ალექსი პეტრიაშვილს ჯოხით

თვითმხილველის განცხადებით, მან დაინახა როგორ სცემდნენ ალექსი პეტრიაშვილს ჯოხით. თვითმხილველი ქალი, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და სწორედ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.

“მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. ჯოხი ჰქონდა, კომბალის მსგავსი იმას ურტყამდა. მე აქედან ვუყვიროდი, შვილო რატომ სცემთ, რატომ კლავთ, არა ქნათ-თქო”, – აცხადებს თვითმხილველი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრელებს.

ალექსი პეტრიაშვილი დღის პირველ ნახევარში, საბურთალოს სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მსგავსი სიახლეები