გუდაური-კობის მონაკვეთზე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ზვავსაშიშროებაა.

33

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

“რის გამოც 25 თებერვლის მსგავსად, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.