პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა

47

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განამარტეს, კოჟორიძემ გაფიცულებისგან პრობლემები და მოთხოვნები მოისმინა.
მათივე ინფორმაციით, კოჟორიძე დღესვე შეხვდება მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
უკვე რამდენიმე დღეა ტყიბულის მაღაროს თანამშრომლები აქციებს მართავენ, ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.