ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად თბილისში აქცია მიმდინარეობს

49

“დელისის” მეტროსთან, პროფკავშირების შენობის წინ ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
როგორც  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების შესრულებას და კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” მიერ მათთვის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.

“ვითხოვთ, კომპანიამ დააკმაყოფილოს მუშების მოთხოვნები, გააფორმონ კოლექტიური ხელშეკრულებები და რაც მთავარია დააწესონ ზედამხედველობა, რომ იყოს უსაფრთხო შრომის პროცესი”, – განაცხადა ლევან ლოთქრიფანიძემ.

მეტრო “დელისიდან” აქციის მონაწილეები გაზაფხულის ქუჩისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, სადაც “ჯი-აი-ჯი ჯგუფის” მთავარი ოფისი მდებარეობს, საპროტესტო აქციას ორგანიზებას სხვადასხვა ახალგაზრული ორგანიზაციები, მათ შორის “მწვანე მუშტი” და “თვითორგანიზების ქსელი ” უწევენ.