ამერიკის კინოაკადემია “ოსკარს” ხვალ 24 ნომინაციაში გასცემს

კინოს სამყაროს წლის ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებამდე ერთი დღე რჩება. ამერიკის კინოაკადემია “ოსკარს” ხვალ 24 ნომინაციაში გასცემს.

ცერემონია ლოს ანჯელესში “დოლბი თეატრში” ჩატარდება, სადაც სამზადისში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული. იგება წითელი ხალიჩა, თეატრის შესასვლელთან მონტაჟდება ოქროს ქანდაკებები, მზადდება სივრცე, სადაც ვარსკვლავები ხვალ მედიის წინაშე გამოვლენ.

დაჯილდოებას 800 ჟურნალისტი გააშუქებს. ღონისძიების აკრედიტაცია კი 7 000 ადამიანზეა გაცემული.

მსგავსი სიახლეები