„ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის ღირსების საქმეა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების ქმედებასთან დაკავშირებით ეს ლაქა ჩამოვრეცხოთ ქართულ ჯარს”-თინა ხიდაშელი

„ მოკვლევის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და თავდაცის სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო“-ამის შესახებ მინისტრმა  თინა ხიდაშელმა ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების ქმედებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის ღირსების საქმეა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების ქმედებასთან დაკავშირებით ეს ლაქა ჩამოვრეცხოთ ქართულ ჯარს, – განმარტა  თავდაცვის მინისტრმა.
“პრაქტიკულად მოკვლევის პირველი ეტაპი დასრულებულია, ჯგუფი შედგენილია და მიმდინარეობს მზადება ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრებისთვის. ჯგუფი შედგება სამხედრო პირებისგან, პროკურორებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. ჩემთვის სურათი უკვე ნათელია, უბრალოდ დაველოდებით მათ დაბრუნებას საქართველოში, იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ არ ვიცით ამის საშუალება მოგვეცემა თუ არა, თუმცა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ რათა სიმართლე დადგინდეს,”- განაცხადა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები