ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას მკვლელობის მცდელობად მიიჩნევს

72

ამ მკვლელობის მცდელობით პრაქტიკულად სააშკარაოაზე გამოვიდა ის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “TV პირველთან” საუბრისას, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ქვეყანაში დარღვეულია. “ის ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, რომ მიმიდნარეობდა ფარული მიყურადება და ჩანაწერების გაკეთება. მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას და უშიშროების ორგანოებს შეუძლია და აქვს რესურსი ასეთი ჩანაწერების განხორციელების. თუ ეს დადგინდა, მე მგონია, რომ გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმას, ვინც ფარული მიყურადღება განახორციელეს. ეს ამბავი უკვე აქოთდა ამ მკვლელობის მცდელობით. პრაქტიკულად სააშკარაოაზე გამოვიდა ის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მათ შორეის სპეცსამსახუირების წარმომადგენლებსაც და ხელისუფლება არ დაკმაყოფილდება და მეც არ დავკმაყოფილდები, ვიდრე არ მივიღებ პასუხებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება უარესდება და დღე არ გავა, რომ რაიმე არ მოხდეს. “დღე არ გავა, არ გავიგოთ, რომ სადღაც მკვლელობა მოხდა, მცირეწლოვან ბავშვებს გაუსწორდნენ და საგანგებო სამართალდაცვითი ზომებია სასწრაფოდ მისაღები. როგორ უნდა მივცეთ მათ რესურსები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენი და ჩვენი შვილების დაცვა. ეს ყველაფერი უნდა შევცავლოთ ჩვენი აქტიურობით. სამართალდამცავებს სჭირდებათ რესურსები და სამართალდამცავებს სჭირდებათ, რომ ისინი გათავისუფლდნენ წნეხისგან. მე გუშინაც ქუთასის ბაზარში რომ ვიყავი, სუს-ის თანამშრომლები გვიღებდნენ სურათებს. ამით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ სწორედ ბანდიტებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობა”, – განაცხადა ალასანიამ.