პრეზიდენტი დარწმუნებულია,რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება

61

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება.

“ბატონი ალექსი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ბუნებრივია, მოვიკითხეთ ეს საქმე და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება განსაკუთრებით, შსს და პროკურატურა უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ასეთი დანაშული არ ხდებოდეს.

“მხოლოდ ერთი დანაშაულით ამ თემის განზოგადებას ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.