ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ “მრეწველებს”, არამედ “რესპუბლიკელებსაც”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ “მრეწველებს”, არამედ “რესპუბლიკელებსაც”. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვოლსკიმ პრემიერთან ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, “მრეწევლებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომლის თარიღზეც ჯერჯერობით პრემიერი ჩამოყალიბებული არ არის.

“თუმცა მან კორექტულობისკენ მოუწოდა, არა ნაკლებ “მრეწველებს”, ალბათ “რესპუბლიკელებსაც”, რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდან და პიროვნული ურთიერთობებიდანაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კოალიციურობის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნული პროცესის ურთიერთშეთანხმებისკენ წასაყვანად და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება თავად პრემიერ-მინისტრი.

“უნდა ვაღიაროთ, რომ იყო დაშვებული ხშირად არასწორი გამონათქვამები, რამაც გამოიწვია პროცესის ნეგატიური მიმართულებით განვითარება და კინაღამ ესკალაციამდე მივიდა”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება როგორც გოგი თოფაძეს, ასევე “რესპუბლიკელებს” და აღნიშნულ თემაზე საუბარი გაგრძელდება პოლიტსაბჭოს ფორმატში, თუმცა, მათივე თქმით, საჯარო დისკუსიები უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები