დავით ბაქრაძე – “დღის წესრიგში ერთი სასწრაფო საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი დგას”

75

დღის წესრიგში ერთი სასწრაფო საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი დგას – ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებაა, ამაზე უარის თქმის პირობებში ფართო კონსტიტუციური რეფორმა გამორიცხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.  ბაქრაძის განმარტებით, საკონსტიტუციო რეფორმას პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კომპრომისი სჭირდება. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლის და საარჩევნო სისტემის რეფორმირების სურვილი არ გააჩნია.სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერანაირი ცვლილება ვერ მიიღო.