მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა

38

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა  . ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალაიზიიდან დღეს, 19:00 საათისთვის, სავარაუდოდ ბაქოს რეისით ჩამოვიდა.

ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.

ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და მათ პატიმრობა მიესაჯათ.