სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, კომისიის საქმიანობა მთლიანად პარლამენტის შიდა სახსრებით დაფინანსდა

35

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, კომისიის საქმიანობა მთლიანად პარლამენტის შიდა სახსრებით დაფინანსდა .
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, კომისიის ფუნქციონირებისთვის არც ერთი დამატებითი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა. როგორც ამასთან დაკავშირებით უსუფაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომაზე განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია პარლამენტის მიერ შეიქმნა, მისი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფაც პარლამენტის ბიუჯეტით დაიგეგმა. უსუფაშვილის თქმით, კომისიის წევრებს გასამრჯელო არ აუღიათ. ანაზრაურება მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის აპარატში მოწვეულმა სპეციალისტებმა მიიღეს.