გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავად პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნული საბჭოს ახალი წევრი გიორგი ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეერჩია.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს, აბაშიშვილის განმარტებით, ამის ვარაუდისთვის “ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ვერ ხედავს”.

მსგავსი სიახლეები