ელისო ჩაფიძისთვის მაღაროების კონსერვაცია მიუღებელია

ელისო ჩაფიძისთვის მაღაროების კონსერვაცია მიუღებელია. ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, დიდი იმედი აქვს, რომ მხარეები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.
“ტყიბულის შახტების კონსერვაცია არის მიუღებელი ჩვენთვის. ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ საქმის მოგვარებაში. იცით, რომ ეს არის სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მე პირადად მხარეებს ვთავაზობ, მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან, წავიღოთ სასამართლოში სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ტყიბულში მეშახტეების აქცია გრძელდება.

მსგავსი სიახლეები