“თავისუფალი დემოკრატები” ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საკითხს შს მინისტრთან განიხილავენ

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრის ვიკა დოლიძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში ირაკლი ჩიქოვანთან ერთად  შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება. მისივე ინფორმაციით შეხვედრაზე ისინი  მათი პარტიის წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე, დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ.

შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები