მსოფლიო სარაგბო რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას გადაასწრო

მსოფლიო სარაგბო რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “6 ერის” მონაწილე ქვეყანას, იტალიას გადაასწრო.
“ბორჯღალოსნებმა” რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს და მე-14 პოზიციიდან მე-13-ზე გადაინაცვლეს. იტალიის ნაკრებმა კი მე-12 პოზიციიდან მე-14-ზე გადაინაცვლა.
მსოფლიო სარაგბო რეიტინგი 29 თებერვალს განახლდა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში მეექვსე ადგილზეა.
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მე-3 ტურში 38-7 ესპანეთს სძლია.

მსგავსი სიახლეები