გიორგი აბაშიშვილი:ამ საქმეში ხაზი გადის იმაზე, თუ რამდენადაა ქვეყანაში დაცული თითოეული მოქალაქე

60

გიორგი აბაშიშვილი აცხადებს,რომ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიება პრინციპული საკითხია, რადგან ხაზი გადის იმაზე, თუ რამდენადაა ქვეყანაში დაცული თითოეული მოქალაქე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის  გიორგი აბაშიშვილის განმარტებით რაც უფრო სწრაფად მოხდება დამნაშავეების დასჯა, მით მეტად ექნება მოქალაქეებს სახელმწიფოს დაცულობის განცდა და პირიქით.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე უმოკლეს ვადაში იქნას გამოძიებული. ეს არის პრინციპული საკითხი, ვინაიდან ხაზი გადის იმაზე, თუ რამდენად არის ქვეყანაში დაცული თითოეული მოქალაქე. რაც უფრო სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული და რაც უფრო სწრაფად იქნებიან დასჯილები დამნაშავეები, თითოეულ მოქალაქეს მით უფრო ექნება სახელმწიფოს დაცულობის განცდა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კითხვის ნიშანი და დაუცველობის შეგრძნება ღრმავდება”, – განაცხადა აბაშიშვილმა.