ვანო კიღურაძე – ახალი საგანი ხელს ხომ არ შეუწყობს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს?

121

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო კიღურაძის აზრით, სჯობს, იმ თემებზე საუბარი, რაც საგანში “მე და საზოგადოება” არის ასახული, კლასგარეშე რეჟიმში იყოს საუბარი.
ამის შესახებ კიღურაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგნის სამუშაო ვერსიას განიხილავენ.
“რა მაწუხებს?! – ახალი საგანი შემოდის, რომელსაც “საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები” ჰქვია. საქმე მეცნიერების ერთ-ერთ დარგს ეხება. სად გაჩნდა და როგორ გაჩნდა ასეთი საგანი საქართველოში? როცა საზოგადოებრივ მეცნიერებებზე ვსაუბრობთ, თუკი მართლა მეცნირებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ასეთი სტანდარტების შედგენაში მაღალი კლასის მეცნიერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.ჩვენ იმ სფეროში ვიჭრებით, სადაც არ უნდა შევიჭრათ? – ბავშვისა და ოჯახის ურთიერთობაში. კვებასა და ჰიგიენას ბავშვი არ აწესრიგებს. ამას მშობლები აწესრიგებენ. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, მესამე კლასის ბავშვისთვის ბავშვის უფლებებზე საუბარი?” – განაცხადა კიღურაძემ.მისივე თქმით, საგანში საუბარია იმის თაობაზე, როგორ უნდა აიღოს ბავშვმა ინტერვიუ მშობლისგან, როგორ შექმნას პლაკატი და როგორ უნდა დაწეროს მოთხობა და ესსე.