თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა ცნობილია

263

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაასახელა.ლევან მურუსიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.
გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – გიორგი ებანოიძის კანდიდატურა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში – რეზო ნადარაიას კანდიდატურა.
იუსტიციის საბჭო დასახელებულ კანდიდატებს სავარაუდოდ დღესვე უყრის კენჭს.