იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა წევრებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობს

88

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა წევრებს შორის კამათების ფონზე მიმდინარეობს. კამათის საგანს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და და კოლეგიების თავმჯდომარეების შერჩევის საკითხია.ერთმანეთს საბჭოს წევრები ლევან თევზაძე და ვახტანგ მჭედლიშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მჭედლიშვილმა აღნიშნული საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა.
თევზაძემ მჭედლიშვილს რჩევით მიმართა, მჭედლიშვილმა კი აღნიშნა, რომ რჩევები თავის ახლობლებს მისცეს.თევზაძემ მოუწოდა მჭედლიშვილს, მის ახლობლებზე ლაპარაკისას “პირი გამოირეცხოს”.