იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით,საბჭოს წევრები ინფორმირებულები იყვნენ, რომ უნდა მომხდარიყო წარდგენა, თუმცა საკითხი დღის წესრიგში დაკონკრეტებული არ იყო და აქედან გამომდინარე, მოხდა მისი გადადება 4 მარტისთვის. “საკითხი დღის წესრიგში იყო ჩასმული. შენიშვნა, რომელიც გავიზიარეთ, იყო ჩასმული საორგანიზაციო საკითხის სახით, რომელიც გულისხმობს სასამართლოს თავმჯდომარის და კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნას. გავიზიარეთ შენიშვნა, რომ არ იყო დაკონკრეტებული სახელები და გვარები და მოხდა საკითხის გადადება”, – განაცხადა გვენეტაძემ.რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მიქაუტაძეს იცნობს მას შემდეგ, რაც უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.