ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ არის საგანგაშო.

გამოძიებას პეტრიაშვილი ჯერ არ დაუკითხავს. მას სამართალდამცველები თავდასხმის შესახებ კითხვებს უახლოეს დღეებში დაუსვამენ.