გია ვოლსკი – “ქართული ოცნების” მთავარი მოწინააღმდეგე თავად “ქართული ოცნებაა”

“ქართული ოცნების” მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად “ქართული ოცნებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომელიც კოალიციას არ უნდა ახასიათებდეს.დეპუტატის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეების გაშუქება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, ან თუ ხდება, ძალიან მცირე დოზით.

“მე ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია C ჰეპატიტის პროგრამაზე, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებების პროგრამაზე ან სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, თუნდაც აბრეშუმის გზის 50 მილიარდიან პროგრამაში ჩართვაზე გააკეთებდა მთელ ფილმებს და წარმატებით გაუშვებდა დილას, შუადღეს და საღამოს. მე ვფიქრობ, რომ ეს სისუსტეები, რაც გააჩნია “ქართულ ოცნებას”, არის მთავარი მოწინააღმდეგე “ქართული ოცნებისათვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები