თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას და სხვა ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას და სხვა ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე იკითხებიან მოწმეები, რომლებიც 2011-2012 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების თანამდებობას იკავებდნენ.
ამ წუთებში ვახტან ცაგარეიშვილს კითხავენ, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვნელის პოსტი ეკავა.
როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, ხელფასი პარტიის ბიუჯეტიდან ერიცხებოდა და არა რომელიმე ფონდიდან.
ბრალდების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები პარტიული საქმიანობისთვის ხელფასს თბილისის განვითარების ფონდიდან იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები