იუსტიციის სამინისტრო პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო თავდასხმად აფასებს და პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს.შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის კომპეტენცია 5-ქულიან სისტემაში ნახევარი ქულით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა – 0, ეკა ბესელიამ კი – 2 ქულით შეაფასა.  პაპუაშვილს ხელისუფლებიდან ყველაზე მაღალი შეფასება 4,5 ქულა ვახტანგ ხმალაძემ მისცა  .იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა გიორგი პაპუაშვილს, კიდევ ერთხელ გაეცნოს შედეგებს, რომელიც კომისიამ გუშინ დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები