შსს – სამართალდამცველთა მხრიდან ადეკვატური რეაგირების შედეგად, ადიგენში ვითარება დროულად განიმუხტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.
“ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, “ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს დაუყოვნებლივ მიიღებს”.

მსგავსი სიახლეები