ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4668 ლარი გახდა

138

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4668 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4668 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4713 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6826 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6957 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.