მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ შსს იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს, რომ გამოძიება სწრაფად იქნეს წარმართული-ირაკლი ჩიქოვანი

50

“თავისუფალი დემოკრატების”  შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან დასრულდა.
“მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ გამოძიება წინ მიდის და ეს საქმე არ დარჩება დამნაშავეების დაუსჯელად. კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფი გამოძიება, ვინაიდან ეს ისევე მოქმედებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე. არ დარჩენილა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი, ვინც არ დაინტერესდა ბუკას მდგომარეობით და გამოძიების მიმდინარეობით. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ შსს იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს, რომ გამოძიება სწრაფად იქნეს წარმართული, ასევე გამოძიებაში მონაწილეობენ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებიც”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.