ამერიკული მედია – ბინ ლადენმა სიკვდილის შემდეგ 29 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დატოვა

40

,,ალ-ქაიდას’’ ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა სიკვდილის შემდეგ 29 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დატოვა.

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ანდერძის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. ის ამერიკის მიერ პაკისტანში ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს ამოიღეს.

როგორც ანდერძშია აღნიშნული, ბინ ლადენი მოუწოდებს თავის ოჯახს ,,დაემორჩილონ მის ანდერძს’’ და მისი დანატოვარი ,,ჯიჰადს ალაჰის სახელით გადასცენ’’.

როგორც ის აღნიშნავს, მისი ქონება სუდანში იყო, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული ის ნაღდი თუ აქტივების სახით დატოვა.