აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. როგორც    ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან განაცხადეს,
მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 4-5 მარტს (4 მარტი – 18:00 საათი, 5 მარტი – 12:00 საათი) გაიმართება.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ

მსგავსი სიახლეები