კოსმოსში 340-დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე სამი ასტრონავტი დაბრუნდა

კოსმოსში 340-დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე სამი ასტრონავტი დაბრუნდა. ნასა-ს ცნობით, ხომალდი ყაზახეთის კოსმოდრომზე დაეშვა. მისიის მონაწილეები სკოტ კელი, მიხაელ კორნიენკო და სერგეი ვოლკოვი იყვნენ.

მათ თითქმის ერთი წელი გაატარეს კოსმოსში, რაც აქამდე კოსმოსში ადამიანის ყოფნის ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. მათ მისიას იმის გამოკვლევა წარმოადგენდა, თუ როგორ აისახება კოსმოსში დიდი ხნით გაჩერება ადამიანის სხეულზე.

ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ამერიკელ სკოტ კელის ჰიუსტონში გაამგზავრებენ, სადაც მას ნასა-ს მეცნიერები დააკვირდებიან.

მსგავსი სიახლეები