არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი თეო ზაკარაშვილი ამბობს, რომ ისინი ითხოვენ დროებითი განჩინების მიღებას, რათა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აეკრძალოს მოქმედების განხორციელება, რომლითაც მას არ ექნება უფლება, დანიშნოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.