„გადაწყდება სასამართლოში, კანონიერია თუ არა გადაწყვეტილება“: ლევან მურუსიძე.

31

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანთან სამართლებრივი ბრძოლის დასაწყებად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის.

„გადაწყდება სასამართლოში, კანონიერია თუ არა გადაწყვეტილება,“ განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლევან მურუსიძემ წარუდგინა. კანდიდატს, სავარაუდოდ,  კენჭს პარასკევს ჩანიშნულ სხდომაზე უყრიან.