პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.