პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

59

პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი დღეს გამოსცა.
შეწყალებული 155 მსჯავრდებულიდან 105 სრულად არის შეწყალებული და საპატიმროებს დღეს დატოვებს, რაც შეეხება დანარჩენ 50-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. სრულად შეწყალებული 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 21-22 თებერვალს სულ 1178 პირის საქმე განიხილა.